top of page

სიახლეები

Search

პროექტი “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისათვის”


21 ივლისს EED (Evangelischer Entwicklungsdienst – Church Development Service An Association of the Protestant Churches in Germany)-ს პროექტის “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისათვის” ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობამ” ჩაატარა მრგვალი მაგიდა “რონდინე – თავისუფლების ქალაქი” აღნიშნული ასოციაციის წევრების მონაწილეობით.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე აპლაკოვი, ასოციაცია “თანხმობის” წევრები და მოხალისეეი (ძირითადად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები), არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია “პირველების” წევრები (თსუU იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური ორგანიზაცია), რონდინეს უნივერსიტეტის წარმომდგენლები: მაურო ლანდრიე (პროექტის კოორდინატორი), რონდინეს უნივერსიტეტის სტუდენტები: თანია მაკედონიიდან და მაჰომედი – ინგუშეთიდან.

განხილულ იქნა პროექტი “დღის წესრიგის 14 პუნქტი Mმშვიდობისათვის”.

მრგვალი მაგიდის შედეგები ქ-მა იულია ხარაშვილმა დააჯამა. მან ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესში და კონფლიქტურ მხარეებს შორის ურთიერთობის დამყარებისას.

bottom of page