top of page

სიახლეები

Search

“დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისთვის”


7 ივლისს EED (Evangelischer Entwicklungsdienst – Church Development Service An Association of the Protestant Churches in Germany)-ს პროექტის ფარგლებში - “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისთვის” ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი თემაზე „ახალგაზრდების ჩართულობა”. სამოქალაქო ფორუმებს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” უკვე რამდენიმე წელია აწყობს. ფორუმებში ადამიანებს საზოგადოების სხვადასხვა ფენებიდან შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი აზრი გამოთქვას გარკვეულ პრობლემაზე.

ფორუმში მონაწილეობდნენ ორმოცზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებიდან. ექსპერტები: გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენელი მანანა ჭამპურიძე.

ექსპერტების გამოსვლის შემდეგ ამოირჩიეს მთავარი პრობლემები:

არასრულფასოვანი განათლება

სამუშაო ადგილები ლიმიტირებულია

ნაცნობობით ღებულობენ სამსახურში

არ ვეძებთ რეგულარულად სამსახურს

ჯგუფებში შემუშავდა პრობლემების ხედვა გარკვეული ჯგუფის თვალთახედვით. აგრეთვე შემუშავდა ამ პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციები.

bottom of page