top of page

სიახლეები

Search

პროექტი “გრძელვადიანი გადაწყვეტილებები – გამოსავალი საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის”


იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან (DRC) პარტნიორობით და ევროკავშირის და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განაგრძობს პროექტს “გრძელვადიანი გადაწყვეტილებები – გამოსავალი საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის”. ტარდება ტრენინგები თემის მობილიზაციასა და ადვოკატირებაში.

ჩამოყალიბდა დევნილთა აქტიური ჯგუფები კომპაქტურ ჩასახლებებში სამეგრელოში, იმერეთში, თბილისში და ახალ ჩასახლებებში ქვემო და შიდა ქართლში. ამ ჯგუფების წარმომადგენლები მუშაობენ თემის პრობლემებზე და ერთობლივად ეძებენ მათი გადაწყვეტის გზებს. გადაწყვეტის გზების ძიების ხელშეწყობის მიზნით პროექტით გათვალისწინებულია დევნილების შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან – რეგიონალური ქსელური შეხვედრები. ასეთი შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდიში, თბილისში, გორში.

bottom of page