top of page

სიახლეები

Search

სააპლიკაციო ფორმა - ახალგაზრდული ბანაკი

🗣 ძვირფასო ახალგაზრდებო! იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ გეპატიჟებათ საზაფხულო 3-დღიან ბანაკში ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომელიც გაიმართება 25-27 ივლისს ბაკურიანში.


🎯 ეს უნიკალური შესაძლებლობაა შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან 15-19 წლის იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებს კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები, ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობა და ლიდერული უნარების შეძენა.


✅ ბანაკში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ:

• განიხილოთ და გააზიაროთ მოსაზრებები და გამოცდილებები კონფლიქტების შესახებ

• შეხვდეთ და დაუკავშირდეთ სხვა ახალგაზრდა ლიდერებს

• მიიღოთ სასარგებლო ლიდერული უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ სერტიფიკატს.


📄 მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა.




コメント


bottom of page