top of page

პროექტები

Original logo.png
Consent_LOGO_2-4.png
Logo_Book-04_edited.png
HLFSWRK.jpg
hajde.logo.png
CSRDG.jpg
GASW.jpg

მომსახურებები უფროსი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია -
ჰერცეგოვინაში (II ფაზა)

წინაპირობა

საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა დგანან მოსახლეობის სწრაფად დაბერების პროცესის, მრავალთაობიანი ოჯახური თანაცხოვრების მოდელის დაშლის და მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან ახალგაზრდების გადინების წინაშე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იწვევს მარტოდ დარჩენილი უფროსი თაობის წარმომადგენლების რაოდენობის მატებას, რომელთაც არ ჰყავთ მზრუნველები. ამავე დროს, უფროს თაობას აქვს შეზღუდული წვდომა მიზნობრივ მხარდამჭერ მომსახურებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ღირსეულ და ჯანსაღ ცხოვრებას ხანდაზმულ ასაკში.

ამ გამოწვევასთან გამკლავების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაცია Hilfswerk International, პარტნიორებთან ერთად, ბოლო წლებში აქტიურად უწყობს ხელს უფროსი თაობის უფლებების განხორციელებას და მათთვის მომსახურებების განვითარებას სამხრეთ კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონებში. შინმოვლისა და სხვა დაკავშირებული მომსახურებების სფეროში ავსტრიის ხანგრძლივი და დიდი გამოცდილებით, 2021 წელს წარმატებით დაფუძნდა ე.წ. “მხარდაჭერის სახლები”, როგორც დამოუკიდებელი მომსახურების მიმწოდებელი ადგილობრივი ორგანიზაციები. ამჟამად, ეს ორგანიზაციები უფროსი თაობის წარმომადგენლებს აწვდიან მაღალი ხარისხის საექთნო და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მომსახურებებს შინმოვლის მომსახურების სახით საქართველოს ორ რეგიონში (შიდა ქართლი და ქვემო ქართლი) და ბოსნია და ჰერცეგოვინის ერთ კანტონში (სარაევო). დამატებით, გაძლიერდა “ჯასაღი დაბერების ცენტრები”, რომლებსაც მართავენ HWI-ის პარტნიორები. ცენტრები უფროსი თაობის წარმომადგენლებს სთავაზობენ სოციალიზაციას, მრავალფეროვან ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას და სხვადასხვა პროფესიონალის კონსულტაციებს, კეთილგანწყობილ გარემოში.

ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პროგრამის წარმატებაში. ამჟამად, სასიკეთო ძვრები მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, რაც გულისხმობს პოლიტიკის შემქმნელების მზარდ მზადყოფნას, გამოყონ სახელმწიფო ბიუჯეტი კომპეტენტური მომსახურების მიმწოდებლებისთვის, რათა მათ მომსახურება შესთავაზონ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათ შორის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს. თუმცა ასეთი ინიციატივები ჯერ კიდევ შეზღუდულია როგორც ფინანსური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით და მაინც ტოვებს ხანდაზმულთა აბსოლუტურ უმრავლესობას მხარდაჭერის გარეშე, რაც აფერხებს მათი „ღირსეულად დაბერების“ უფლებას.

 

პროექტის მიზანი

პროგრამის მეორე ეტაპი ცდილობს გააუმჯობესოს უფროსი თაობის ცხოვრების ხარისხი და საჭირო მომსახურებების ხელმისაწვდომობა:

  • შინმოვლის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების (მხარდაჭერის სახლების) შენარჩუნებითა და მათი დაფარვის არეალის გაზრდით;

  • დაფინანსების უზრუნველყოფის სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდამჭერი სისტემებიდან სოციალურად მოწყვლადი უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის;

  • გენდერულად მგრძნობიარე ჯანსაღი დაბერების მომსახურებების გაძლიერებით საქართველოში და მომსახურების მიმწოდებლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობით.

 

პროექტის ღონისძიებები

  • მხარდაჭერის სახლების შემდგომი ტექნიკური და ინსტიტუციური გაძლიერება;

  • შინმოვლის მომსახურებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა სახელმწიფო და კერძო წყაროებიდან;

  • შინმოვლის მოსახურების გაფართოვება ახალ მუნიციპალიტეტებში/რეგიონებში;

  • გენდერულად მგრძნობიარე ჯანსაღი დაბერების ღონისძიებების ხელშეწყობა და შეთავაზება საქართველოში;

  • დაინტერესებულ მხარეებს შორის ხანდაზმულთა უფლებების ადვოკატირება და ლობირება და ზოგადი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.

 

სამიზნე ჯგუფები

  • მინიმუმ 160 უფროსი თაობის წარმომადგენელი პირდაპირ სარგებლობს შინმოვლის მომსახურებით;

  • მინიმუმ 150 პირი ჩართულია ჯანსაღი დაბერების ღონისძიებებში;

  • მინიმუმ 130 მომზადებული მომვლელი;

  • ჯანსაღი დაბერების სფეროში სპეციალიზებული 20 თანამშრომელი;

  • 180 - მდე რეგიონის/კანტონის/მუნიციპალიტეტის თანამშრომელი და ადგილობრივი ჯანდაცვის მუშაკი;

  • მინიმუმ 50 არასამთავრობო / სამოქალაქო ორგანიზაცია რომელიც დაკავშირებულია ხანდაზმულთა სფეროსთან;

  • სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს პროგრამის ღონისძიებებით.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროეტის ხანგრძლივობა: იანვარი 2024 - დეკემბერი 2026.

 

პროექტი ხორციელდება Hilfswerk International-ის მიერ www.hilfswerk.at/international/en   პარტნიორებთან იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „მხარდაჭერის სახლი“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“ ერთად  საქართველოში და Hilfswerk International-ის სარაევოს ოფისი და „HAJDE დახმარებისა და განვითარების ასოციაცია“ ერთად ბოსნია-ჰერცოგოვინაში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

იულია ხარაშვილი

იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"-ს თავმჯდომარე

ტელ: +995 599 570 798

ელ. ფოსტა: julia.kharashvili@yahoo.com

 

 

პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ

 

ADC.jpg
bottom of page